დიმიტრი ხუნდაძე: დღეს პარლამენტს აქვს მაღალი დამოუკიდებლობის ხარისხი და კანონებს იღებს ისე, როგორც თვლის საჭიროდ
“დღეს პარლამენტს აქვს მაღალი დამოუკიდებლობის ხარისხი და კანონებს იღებს ისე, როგორც თვლის საჭიროდ – პარლამენტი არჩეულია ქართული საზოგადოების მხრიდან”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ „დღის ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.
„მახსოვს გასული მოწვევის პარლამენტში არასამთავრობო სექტორის და უცხოეთიდან დაფინანსებული აგენტურის წარმომადგენლობა პარლამენტის შემადგენლობაში. ხშირად ისინი გადაწყვეტილებებზე მძლავრ ზეწოლას ახდენდნენ. იყო გარედან შიდა ინსტრუმენტებით იძულებით მართვა პარლამენტზე. დღეს პარლამენტს აქვს მაღალი დამოუკიდებლობის ხარისხი და კანონებს იღებს ისე, როგორც თვლის საჭიროდ. პარლამენტი არჩეულია ქართული საზოგადოების მხრიდან. ოპოზიციაც არის პარლამენტში, საკმაოდ წარმოდგენილია.
დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა რეგლამენტის ახალ რეგულაციებზე და ახალი რეგულაციით არის სწორედ ის, რომ პრემიერ-მინისტრი იმაზე ხშირად სტუმრობს პარლამენტს ვიდრე ეს იყო აქამდე“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.