ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართა. ინფორმაციას ლანჩხუთის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფესტივალს მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბააკაშვილი და რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჩიტაძე დაესწრნენ.

“ღონისძიების ფარგლებში ლანჩხუთის ცენტრალურ სკვერში მოეწყო ახალგაზრდა მხატვრების ნამუშევრების, ადგილობრივი ნაწარმისა და ხელნაკეთი ნივთების, ასევე მოტობაიკების გამოფენა. ფესტივალის მონაწილეებსა და სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და პროფესიული განათლების პროგრამების შესახებ საინფორმაციო კუთხეს.
დაჯილდოვდნენ პროექტის ტურნირების გამარჯვებული გუნდები და პოსტერების კონკურსში გამარჯვებული ახალგაზრდა.

პროექტი ახალგაზრდობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით განხორციელდა. საღამო მუსიკალურად DJ მიშა რობაქიძემ გააფორმა,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები