მიხეილ სარჯველაძე – პატრიარქზე: უცხოეთში წაყვანის საკითხი ამ წუთას არ განიხილება, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით

“უცხოეთში წაყვანის საკითხი ამ წუთას არ განიხილება, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით”, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

რაც შეეხება უცხოელი ექიმის ჩამოყვანას – მინისტრის განმარტებით, რა წამსაც ამის საჭიროება დადგება, საკითხი უზრუნველყოფილი იქნება.

“უკლებლივ ყველაფერი, რაც აუცილებელია, გაკეთდება. ჩვენ ვმსჯელობთ იმასთან დაკავშირებით, რით შეიძლება უწმინდესის მდგომარეობა გაუმჯობესდეს,” – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები