მეუფე შიო – პატრიარქზე: როგორც ვიცით, უკვე მცირედი უკეთესობა შეინიშნება, რაც დამაიმედებელია
“როგორც ვიცით, უკვე მცირედი უკეთესობა შეინიშნება, რაც დამაიმედებელია”, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ილია მეორეზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მეუფემ აღნიშნა, მოგვიანებით მისთვის უფრო მეტი ინფორმაცია იქნება ცნობილი.
“ელოდებიან როგორი დინამიკა იქნება პატრიარქის მდგომარეობის, წნევის პარამეტრები და სხვა მაჩვენებლები, იმისთვის, რომ განსაზღვრონ შემდგომი მკურნალობა. მთავარია, რომ ვილოცოთ ყველამ, მთელმა საქართველომ, მისი ჯანმრთელობისთვის. ველოდებით ახალ ინფორმაციას, საღამოს უფრო მეტი გვეცოდინება, მაგრამ, როგორც ვიცით, უკვე მცირედი უკეთესობა შეინიშნება, რაც დამაიმედებელია”, – განაცხადა მიტროპოლიტმა შიომ.