ელიზბარ ჯაველიძე: “მეცოცხეები” თუ არ გაჩერდებიან, გამძვინვარებული ხალხი მათ ჩაქოლავს, თანაც, ბოკერიათი დაიწყებს

აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე გაზეთ “ასავალ-დასავალთან”, ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს აფასებს.

მისი თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ჩარეცხილი პოლიტიკოსია, რომელსაც რამდენიმე ათასი “ავადმყოფი სექტანტის” გარდა აღარავინ გულშემატკივრობს.

“სააკაშვილი ჩამოვიდეს თუ კურდღელი არ არის. ეგ უბედური, თვითონ არ სჯერა, რასაც ბოდავს?! სააკაშვილი არის ჩარეცხილი პოლიტიკოსი, რომელიც არც უკრაინაში უნდათ, არც ამერიკასა და ევროპაში, მით უმეტეს არც საქართველოში, სადაც მაგას რამდენიმე ათასი ავადმყოფი სექტანტის გარდა აღარავინ გულშემატკივრობს. თუ 60 პროცენტი გემხრობა და შენს მზეს იფიცებს, მილიონიან თბილისში 5-6 ათას კაცზე მეტი რატომ არ გამოდის ნაცბანდის ყველაზე დიდი მიტინგზე?! მოკლედ, ეს მეცოცხეები თუ არ გაჩერდებიან, გამძვინვარებული ხალხი მათ ჩაქოლავს, თანაც, ბოკერიათი დაიწყებს. ეს უტვინო ბოკერია და მისი ამფსონები, იმდენად გონებაშეზღუდულები არიან, რომ ვერც კი ხვდებიან, თავიანთი ყმუილით როგორ გამოაღვიძეს ხალხში მათდამი თითქმის მიძინებული ზიზღი. იცოდეთ, თქვენი დანდობა აღარ იქნება. არც გაბედოთ “რევოლუციობანა”, თორემ ნაფლეთებად გაქცევთ თქვენგან გამწარებული ხალხი”,- განაცხადა ჯაველიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები