უნგრეთის პარლამენტმა პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ შესწორება მიიღო
უნგრეთის პარლამენტმა კონსტიტუციის მე-17 შესწორება დაამტკიცა, რომელიც რესპუბლიკის პრეზიდენტის, ტამაშ შუიოკის თანამდებობიდან გადაყენებას ითვალისწინებს, – ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
კანონპროექტს მხარი 139-მა დეპუტატმა დაუჭირა, ექვსი კი წინააღმდეგი იყო.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებით, შუიოკს დოკუმენტის ხელმოწერისთვის ხუთი დღე აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმპიჩმენტის პროცესი დაიწყება.