ახალგაზრდა ქალი, რომელსაც გორის ცენტრში ავტომობილი დაეჯახა, კლინიკაში გარდაიცვალა.
რაც შეეხება 3 წლის ბავშვს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მცირეწლოვანს გორის კლინიკიდან თბილისში გადაიყვანენ.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დამნაშავე მძღოლი პოლიციამ დააკავა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს ავტომობილი გორის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე, ცოტა ხნის წინ დაეჯახა.