უკრაინის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა

უკრაინის რადამ პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოს გადადგომის შესახებ განცხადება მიიღო, – ამის შესახებ პარლამენტის სპიკერმა რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა.

„მადლობელი ვარ იულია ანატოლიევნას მთავრობის სათავეში მუშაობისთვის სახელმწიფოსთვის უაღრესად რთულ პერიოდში, ეკონომიკის გაძლიერებაში, ხალხის მხარდაჭერასა და ჩვენი ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წინსვლაში შეტანილი წვლილისთვის“, – დასძინა სტეფანჩუკმა.

ზელენსკიმ სვირიდენკოს გადადგომის შესახებ ერთი დღით ადრე განაცხადა. მან მთავრობასა და უსაფრთხოების ძალებში გადაადგილებები დააანონსა.

სვირიდენკო პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ უკრაინის ერთ-ერთ მთავარ უცხოელ პარტნიორთან ურთიერთობების კოორდინაციაზე იქნება პასუხისმგებელი. ზელენსკიმ არ დააკონკრეტა, ვინ შეიძლება შეცვალოს იგი. უკრაინის პრეზიდენტმა თავისი გადაწყვეტილება პოლიტიკური სტრატეგიის ცვლილების კონტექსტში საკადრო ცვლილებების აუცილებლობით ახსნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები