იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში  საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე უძღვებოდა.

სხდომას ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარია, თავმჯდომარის მოადგილეები ირაკლი შენგელია, რამაზ ჩხიკვაძე, ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარია, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები დაესწრნენ.

საკონსულტაციო საბჭოს მთავარი თემა, მუნიციპალიტეტების მიერ 2018-2020 წლების ინფრასტრუქტურული პროექტების სამოქმედო გეგმაში შესატანი ცვლილებები იყო. მხარეებმა სულ 81 პროექტზე იმსჯელეს.

დაგეგმილი ცვლილებები მოსახლეობის მოთხოვნისა და პრიორიტეტების შესაბამისად განხორციელდება.

დღესვე, საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა, სსიპ საჯარო აუდიტის მიერ შემუშავებული სასწავლო კურსების შესახებ ინფორმაცია მიიღეს. აღნიშნული ინსტიტუტი მუნიციპალიტეტებს საჯარო მოხელეების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, შესაბამისი მოდულების ტრენინგების გამართვას სთავაზობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები