დუმის წევრი: ევროპა რუსეთთან, მის ერთადერთ დამცველთან და მოკავშირესთან სამხედრო ბლოკს შექმნის

რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნატალია პოკლონსკაია დარწმუნებულია, რომ ევროპის ქვეყნები მალე მომწიფდებიან იქამდე, რომ რუსეთთან სამხედრო ბლოკს შექმნიან.

პოკლონსკაია მიიჩნევს, რომ რუსეთი მათი ერთადერთი დამცველი და მოკავშირეა.

ამის შესახებ მან საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ დღეს გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თქმითაც, ალიანსის „ტვინი გაჩერებულია“ იმიტომ, რომ მის მუშაობაში აშშ-სა და ევროპის ქვეყნებს შორის დაგეგმარება და კოორდინაცია არ არსებობს.

„უნდა დაველოდოთ, ალბათ, სულ რამდენიმე წელი და ევროპელები ერთხმად იტყვიან, რომ ისინი აშშ-ს თამაშში მხოლოდ ინსტრუმენტები არიან და მომწიფდებიან იქამდე, რომ რუსეთთან, მათ ერთადერთ მოკავშირესთან და დამცველთან, სამხედრო ბლოკს შექმნიან“, – განაცხადა პოკლონსკაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები