Politico: აშშ-ის განცხადებებმა ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით ევროპა გაოგნებული დატოვა

ევროპა ჯერ კიდევ ვერ ხვდება, თუ რა ზომებს მოითხოვს აშშ მათგან ჰორმუზის სრუტის გახსნასთან დაკავშირებით; ვაშინგტონისგან აღჭურვილობის შესახებ ოფიციალური მოთხოვნა არ ყოფილა, – ამის შესახებ Politico ევროპელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება.

„ჩვენ გვსურს მეტი პროგნოზირებადობა, მეტი სიცხადე და მეტი სტრატეგიული შორსმჭვრეტელობა და არა მხოლოდ ამ სიტუაციაში“, – ციტირებს გამოცემა გერმანიის თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსის სიტყვებს.

გამოცემის ცნობით, ვაშინგტონს თავისი მოკავშირეებისთვის ტექნიკური დახმარების ოფიციალური თხოვნა არ გაუკეთებია.

როგორც Politico აღნიშნავს, აშშ-ის ხელისუფლების განცხადებები დამაბნეველია, რის გამოც სრუტეში გადაზიდვების განბლოკვის საკითხი ჩიხში შევიდა.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნატოს სანდოობა სერიოზულად შელახა სამხედრო ბლოკის მხრიდან აშშ-სთვის ჰორმუზის სრუტის განბლოკვაში დახმარების სურვილის არქონამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები