ირაკლი კობახიძე: როგორ შეიძლება ენჯეომ, ქვეყანაში ან ქვეყნის გარეთ, რომელიმე პოლიტიკოსმა გამოაცხადოს სამძიმარი ქართველი ხალხის მიმართ, პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, როდესაც იცის, რომ ხვალ მოუწევს ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიაში ჩართვა – ეს არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ვერც ენჯეოებმა გაიმეტეს სამძიმრის გამოცხადება ქართველი ხალხისთვის და ვერც მათმა მეგობრებმა ქვეყნის გარეთ
როგორ შეიძლება ენჯეომ, ქვეყანაში ან ქვეყნის გარეთ, რომელიმე პოლიტიკოსმა გამოაცხადოს სამძიმარი ქართველი ხალხის მიმართ, პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, როდესაც იცის, რომ ხვალ მოუწევს ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიაში ჩართვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
პრემიერის თქმით, ეს არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ვერც ენჯეოებმა და ვერც ცალკეულმა პოლიტიკოსებმა ვერ გამოუცხადეს სამძიმარი ქართველ ხალხს პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
„პოლიტიკურად ძალიან მომგებიანი იქნებოდა მათთვის სამძიმრის გამოცხადება ქართველი ხალხისთვის, მაგრამ ეს არის სწორედ ის ძალა, რომელიც გეგმავდა საქართველოში ეკლესიის საწინააღმდეგო კამპანიებს. ეს დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. მათ ხვალაც უნდა გააგრძელონ ასეთი კამპანიები, ხვალაც უნდა დაუპირისპირდნენ საქართველოში ეკლესიას და სხვა ინსტიტუტებს, რომლებსაც აქვთ გადამწყვეტი როლი ჩვენი სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში. აქედან გამომდინარე, მათ გაიხედეს წინ, დაინახეს წინ სამომავლო კამპანიები და მათი ნებისმიერი განცხადება, ნებისმიერი სამძიმარი პირდაპირ უპირისპირდება იმ სამომავლო გეგმებს, რომელთა აღსრულებაც მოუწევთ. ესენი ხომ არიან აგენტურა, ეს უცხოელი და ადგილობრივი პოლიტიკოსები აგენტურას წარმოადგენენ და როგორ შეიძლება ენჯეომ, ქვეყანაში ან ქვეყნის გარეთ, რომელიმე პოლიტიკოსმა გამოაცხადოს სამძიმარი ქართველი ხალხის მიმართ, პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, როდესაც იცის, რომ ხვალ მოუწევს ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიაში ჩართვა. ეს არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ვერც ენჯეოებმა გაიმეტეს სამძიმრის გამოცხადება ქართველი ხალხისთვის და ვერც მათმა მეგობრებმა ქვეყნის გარეთ“, – განაცხადა პრემიერმა.