ისრაელმა კასპიის ზღვის სანაპიროზე მდებარე ირანის პორტ ბანდარ-ანზალიზე თავდასხმა განახორციელა, – ამის შესახებ The Wall Street Journal-ი იუწყება.
გაზეთის წყაროების ცნობით, პორტს რუსეთი და ირანი ნავთობის, მარცვლეულის, იარაღისა და დრონების ტრანსპორტირებისთვის იყენებდნენ.
ისრაელის სამხედროების ცნობით, ბანდარ-ანზალის პორტზე განხორციელებულმა დარტყმამ საბრძოლო ხომალდები, პორტის ინფრასტრუქტურა, სამეთაურო ცენტრი და გემთსარემონტო ეზო დააზიანა. The Wall Street Journal-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ფოტოებზე პორტში ირანის საზღვაო შტაბ-ბინის დაზიანება და განადგურებული გემები ჩანს,
როგორც მედია აღნიშნავს, კასპიის ზღვის გავლით სამხედრო მარაგი მჭიდროდ არის გადაჯაჭვული სამოქალაქო მარცვლეულით ვაჭრობასთან, ამიტომ დარტყმა ირანის სურსათის მარაგს საფრთხეს უქმნის.