თეთრი სახლის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად მიმდინარეობს
აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები პროდუქტიულად მიმდინარეობს, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.
„არა [ისინი არ გაჩერებულან]. მოლაპარაკებები გრძელდება. ისინი პროდუქტიულები არიან“, – განაცხადა მან ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.
მანამდე, ირანულმა ტელეარხმა „პრეს ტვ“-მ, წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა უარყო აშშ-ის წინადადება კონფლიქტის დასრულების შესახებ და ამისთვის საკუთარი პირობები წამოაყენა.