ირანმა აშშ-ს კონფლიქტის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენა
ირანმა შეერთებულ შტატებს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენა,- ამის შესახებ ირანის ტელეარხმა Press TV- მ ისლამური რესპუბლიკის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით განაცხადა.
კერძოდ, თეირანმა შემდეგი მოთხოვნები წამოაყენა:
1. შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ ხელმძღვანელობის წინააღმდეგ საომარი მოქმედებებისა და რეპრესიების სრული შეწყვეტა;
2. ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ ახალი სამხედრო მოქმედებების დაწყების თავიდან აცილების მექანიზმების შექმნა;
3. კონფლიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების გარანტირებული და მკაფიოდ განსაზღვრული სისტემა;
4. საომარი მოქმედებების დასრულება ყველა ფრონტზე და ყველა „წინააღმდეგობის ჯგუფთან“ მთელ რეგიონში;
5. ირანის ჰორმუზის სრუტის კონტროლის უფლების საერთაშორისო აღიარება.
წყარომ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ისლამური რესპუბლიკა შეწყვეტს საომარ მოქმედებებს, როდესაც ამას თავად გადაწყვეტს და მისი პირობები შესრულდება. მან დასძინა, რომ ირანი მზადაა დაიცვას თავი მანამ, სანამ ვაშინგტონის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.