ნარკოტიკებთან დაკავშირებული გამოძიება, რომელშიც ცნობილი ადამიანები მონაწილეობენ – მსახიობ ჰანდე ერჩელზე დაკავების ორდერი გამოიცა

სტამბოლის მთავარი პროკურატურის მიერ ჩატარებულ ნარკოგამოძიების ფარგლებში, 16 პირის დაკავების ორდერი გამოიცა, მათ შორისაა საფეხბურთო კლუბ “ბეშიქთაშის” ყოფილი პრეზიდენტი ფიკრეტ ორმანი, ჰაკან საბანჯი, ქერიმ საბანჯი, დიდემ სოიდანი, გუზიდე დურანი და მსახიობი ჰანდე ერჩელი.

სტამბოლის მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაკავების ორდერი გაიცა სულ 16 ეჭვმიტანილის მიმართ, რომლებსაც ნარკოტიკული ნივთიერებები მოხმარების ან მოხმარების ხელშეწყობის მიზნით აღმოაჩნდათ.

სტამბოლის ნარკოდანაშაულების გამოძიების განყოფილების ჯგუფების მიერ ეჭვმიტანილების დასაკავებლად 16 მისამართზე ჩატარებული ერთდროული ოპერაციის ფარგლებში გამოცხადდა, რომ 14 ეჭვმიტანილი დააკავეს. დაპატიმრების ორდერი გაიცა შემდეგ პირებზე: ფიკრეტ ორმანი; გუზიდე დურანი; ჰაკან საბანჩი; ქერიმ საბანჩი; ჰანდე ერჩელი; ბურაკ ელმასი; სეზგინ კიოისურენი; ფერჰათ აიდინი; ლუთფიე თუღჩე ოზბუდაკი; კორაი სერენლი; ონურ ბუქჩუ; ისმაილ ბეჰრამ პერინჩეკლი; კაან მელარტი; დიდემ სოიდანი; ონურ ტალაი; მუსტაფა ტარი.

შეგახსენებთ, 2025 წლის 8 ოქტომბრიდან სტამბოლის მთავარი პროკურატურის მიერ ცნობილი ადამიანების წინააღმდეგ ნარკოტიკებთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში მრავალი ოპერაცია ჩატარდა. გამოძიების ფარგლებში სულ 26 ადამიანი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები