“გმადლობთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო”: ირანმა რაკეტა პედრო სანჩესის პორტრეტით მორთო
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა, რომელმაც ირანის წინააღმდეგ ომი გააკრიტიკა, თეირანისგან პირადი მადლობა მიიღო.
მისი ფოტო განთავსებულია რაკეტაზე, რომელიც ირანის პირობით, სამხედრო ოპერაციებში მიიღებს მონაწილეობას.
ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასნიმმა“ გამოაქვეყნა ირანული რაკეტის ფოტო, რომელზეც ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის ფოტოა გამოსახული.
“რა თქმა უნდა, ეს ომი არა მხოლოდ უკანონოა, არამედ არაადამიანურიც. გმადლობთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო“, – დაეერილია რაკეტებზე ინგლისურ და სპარსულ ენებზე.
ფოტოს სოციალურ ქსელში თან ახლავს წარწერა: „აი, რაკეტები, რომლებსაც მალე ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაუშვებენ“.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა მკაცრად გააკრიტიკა აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ წარმოებული სამხედრო კამპანია და მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა.
მარტის დასაწყისში მადრიდმა უარი თქვა ამერიკელებისთვის მისი ბაზების ირანის წინააღმდეგ დარტყმებისთვის გამოყენების ნებართვის მიცემაზე, რამაც ვაშინგტონი აიძულა, ესპანეთთან ყველანაირი სავაჭრო კავშირის გაწყვეტის პირობა დაედო. პედრო სანჩესმა საპასუხოდ განაცხადა, რომ „შურისძიების შიშით, ის არ იქნება თანამონაწილე ისეთ რამეში, რაც მსოფლიოსთვის ცუდია“.
ისრაელის ხელისუფლებამ, თავის მხრივ, სანჩესს სოციალური მედიის საშუალებით დაუკავშირდა კომენტარისთვის: „როგორია გრძნობა, როცა იცი, რომ აიათოლას რეჟიმი მადლობას გიხდის იმისთვის, რომ შენი სახე ისრაელისა და არაბული ქვეყნების მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართულ რაკეტებზე გადაიტანეს?“
ესპანეთის პრემიერ-მინისტრს ამ კითხვაზე საჯარო პასუხი ჯერ არ გაუცია.