მეუფე შიომ, უწმინდესის სულის მოსახსენებელ პანაშვიდზე, სოციალურად დაუცველებს ტრაპეზზე უმასპინძლა

მეუფე შიომ საპატრიარქო რეზიდენციაში, უწმინდესის – ილია მეორის სულის მოსახსენებელ პანაშვიდზე, სოციალურად დაუცველებს ტრაპეზზე უმასპინძლა.

შესაბამის ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

“მისი უწმინდესობის თვისებებზე ბევრი ითქვა ამ დღეებში, რა იყო ის თვისებები, რომლითაც ის ესოდენ განდიდდა. ვნახეთ – როგორი სიყვარულით, ალერსითა და პატივისცემით აცილებს მთელი ერი. რას ამბობს წმინდა სახარება: რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, ის ამაღლდეს. ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალენ. უწმინდესს ჰქონდა დიდი მოწყალება და სიყვარული ადამიანებისადმი. შეეძლო აკადემიკოსთან აკადემიკოსი ყოფილიყო, უბრალო ადამიანთან ძალიან უბრალო, ბავშვთან კი ყოფილიყო როგორც ბავშვი. პირველ რიგში ადამიანზე, გაჭირვებულებზე ზრუნავდა და აი შედეგიც, როგორ უპასუხა მის სიმდაბლეს და მოწყალე გულს ერმა. ასე რომ, ჩვენ თუ გვინდა უფალმა შეგვიწყალოს და შეწევნა გვქონდეს, უნდა მივბაძოთ მისი უწმიდესობის ამ საოცარ თვისებებს, რომლებიც მან სრულყოფილად მოიხვეჭა, სრულყოფილების კიბეს მიაღწია. შეგვეწიოს მისი უწმინდესობა თავისი წმინდა ლოცვებით, მისი სული კი სასუფეველსა ცათასა დაამკვიდროს”, – აღნიშნა მეუფემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები