აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი: ვფიქრობ, ირანში ოპერაციას ვასრულებთ

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ირანთან ომს „ასრულებს“.

„ვფიქრობ, ოპერაციას „ეპიკური მრისხანება“ ვასრულებთ. მე ასე მგონია. ვფიქრობ, ეს ძალიან მალე დასრულდება და ყველაფერი ზუსტად განრიგის მიხედვით იქნება“, – განუცხადა ჯონსონმა ვაშინგტონში ამერიკულ მედიას.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა აღნიშნული კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია ირანში „სწორ ადამიანებს“ ესაუბრება, რომლებსაც „შეთანხმების დადება“ სურთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები