ნიკოლოზ სამხარაძე: მთავარია, რომ დღევანდელ სამყაროში, რომელიც ომებითა და კონფლიქტებითაა დახუნძლული, შევინარჩუნოთ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა

ჩვენი მთავარი, ეროვნული ამოცანა არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა. სწორედ ამ ორი მიზნის შესრულება არის როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის მთავარი ამოცანა, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა.

„საგარეო პოლიტიკაში ჩვენი ამოცანები და სამოქმედო გეგმა ეფუძნება ამ ორი ამოცანის შესრულებას. ამ ამოცანების შესასრულებლად, პირველ რიგში, საჭიროა, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ნორმალური ცხოვრობს რიტმი. ახლა მთავარია, რომ დღევანდელ სამყაროში, რომელიც ომებითა და კონფლიქტებითაა დახუნძლული, ამ ომების დასრულებამდე, შევინარჩუნოთ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა“, – აღნიშნა სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები