თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა
თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.