რუსეთის ხელისუფლება ბენზინის ექსპორტზე სრული აკრძალვის დაწესებას გეგმავს
რუსეთის მთავრობა ქვეყნიდან ბენზინის ექსპორტზე სრული აკრძალვის ხელახლა შემოღების შესაძლებლობას განიხილავს,- ამის შესახებ „ინტერფაქსი“ საკითხთან დაკავშირებულ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
19 მარტს, ენერგეტიკის სამინისტროს ნავთობისა და გაზის კომპლექსური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ანტონ რუბცოვმა, განაცხადა, რომ თუ ბენზინის მიწოდებასა და მოთხოვნას შორის ბალანსი დაირღვევა, ხელისუფლებას შეუძლია, ბენზინის ექსპორტზე პრევენციული აკრძალვა დააწესოს. მან განაცხადა, რომ მთავრობამ ამ საკითხთან დაკავშირებით “ეფექტური გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი“ შეიმუშავა.
შეგახსენებთ, საწვავის საბითუმო და საცალო ფასების მკვეთრი ზრდის გამო, რუსეთში ბენზინის ექსპორტზე სრული აკრძალვა 2025 წლის 31 აგვისტოს შემოიღეს. ის იანვრის ბოლოს მოიხსნა.