ბიძინა ივანიშვილი “პანორამაზე”: იქ ათჯერ მეტი ხე დაირგვება, ვიდრე პროექტამდე იყო, მანამდე კი, იქ არსებული მწვანე საფარის დიდი ნაწილი უკვე დაავადებული იყო, რასაც ასევე შველა სჭირდებოდა

იქ ათჯერ მეტი ხე დაირგვება, ვიდრე პროექტამდე იყო, მანამდე კი, იქ არსებული მწვანე საფარის დიდი ნაწილი უკვე დაავადებული იყო, რასაც ასევე შველა სჭირდებოდა, – ამის შესახებ “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ჟურნალ „Entrepreneur”-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ივანიშვილი მზადაა დაინტერესებულ ბიზნესმენს ნებისმიერ ეტაპზე გადასცეს “პანორამა თბილისის” პროექტი იმ შემთხვევაში, თუკი არსებული კონცეფციით და გეგმით ააშენებენ.

“იმთავითვე გასაგებია, რომ ეს პროექტიც ვერ იქნება რენტაბელური მის თვითღირებულებასთან შედარებით. ამიტომ აქაც იგივე მიდგომა მაქვს: თუკი არსებული კონცეფციით და გეგმით ააშენებენ, მე მზად ვარ ნებისმიერ ეტაპზე გადავცე დაინტერესებულ ბიზნესმენს პროექტი. სავარაუდოდ, 10-დან 30 პროცენტამდემდე ფასდაკლების შეთავაზება მომიწევს გაყიდვის შემთხვევაში. რასაც ვამბობ წყალტუბოზე, იმავე პრინციპს ვაცხადებ პანორამაზე. ჩვენი ინტერესი კი ერთია – თბილისს ჰქონდეს ახალ სავიზიტო ბარათი – მსოფლიოში უპრეცედენტო და ექსკლუზიური პროექტი, რომელიც მას დამატებით გრძელვადიან ფუნქციას შესძენს – განავითარებს ჩვენ დედაქალაქში საქმიან ტურიზმს და მთელი ქალაქზე აისახება”, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

ოპონენტების ხმაურს კი ბიძინა ივანიშვილი ასე პასუხობს: “იქ ათჯერ მეტი ხე დაირგვება, ვიდრე პროექტამდე იყო. მანამდე კი, იქ არსებული მწვანე საფარის დიდი ნაწილი უკვე დაავადებული გახლდათ, რასაც ასევე შველა სჭირდებოდა”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები