ბიძინა ივანიშვილი: ჩვენი ოჯახის მიდგომა უცვლელია – როცა რესურსი გაქვს, სახელმწიფოს უნდა დაეხმარო და არა შეღავათებით ისარგებლო

“ჩვენი ოჯახის მიდგომა უცვლელია – როცა რესურსი გაქვს, სახელმწიფოს უნდა დაეხმარო და არა შეღავათებით ისარგებლო”, – ასე პასხუობს ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რატომ არ ისარგებლა სახელმწიფოს მიერ ინვესტორებისათვის შეთავაზებული შეღავათით აბასთუმანში საავადმყოფოს ტერიტორიის უსასყიდლოდ გადაცემასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ბიუჯეტში შესული ფული სახალხო საქმეს მოხმარდება.

“ის, რაც სხვა ბიზნესმენისთვის ნორმალური იქნებოდა, ჩვენს შემთხვევაში დაუშვებლად მივიჩნიეთ – ფული ბიუჯეტში შევიდა და სახალხო საქმეს მოხმარდება”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აბასთუმანში ძველი საავადმყოფოს ტერიტორიის გამოსყიდვაში, რომელსაც სახელმწიფო ინვესტორებს უსასყიდლოდ სთავაზობდა, ბიძინა ივანიშვილმა 3 მილიონ 485 ათასი ლარი გადაიხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები