ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოს განვითარების პროექტზე: იქნება ტენდერი თუ აუქციონი, ამას სახელმწიფო კანონის გათვალისწინებით განსაზღვრავს და მას დავემორჩილებით

“წყალტუბოს სასტუმროები ღია აუქციონზე, მკაცრი საინვესტიციო პირობებით გაიყიდება. მხოლოდ ორი მთავარი მოთხოვნა და თხოვნა მექნება – ეს არის ვადები, რომ მაქსიმუმ 3 წელიწადში ობიექტი უნდა დასრულდეს და რეაბილიტაცია არსებული კულტურულ-ისტორიული იერსახის შენარჩუნებით განხორციელდეს, “ – ამის შესახებ “ქართული ოცნება-დემოკრატიული“ საქართველოს თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ჟურნალ “Entrepreneur“-სთვის მიცემულ ინტერვიუში, წყალტუბოს ობიექტების გამოსყიდვის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
 
მისი თქმით, საინვესტიციო პაკეტი მალე უნდა გამოცხადდეს.
 
“სწორი იქნება და უნდა შევეცადოთ, რომ ცალ-ცალკე გამოვიდეს ობიექტები, რათა ვისაც რა უნდა, ის შეიძინოს. იქნება ტენდერი თუ აუქციონი, ამას სახელმწიფო განსაზღვრავს, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს და, რა თქმა უნდა, მეც და ყველა დაინტერესებული პირი მას დავემორჩილებით, “ – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.
 
მისივე თქმით, წყალტუბოს განვითარების პროექტის ინიცირება დიდწილად აბასთუმნის დადებითმა გამოცდილებამ განაპირობა.
 
“შეიძლება ითქვას, აბასთუმნის მაგალითმა გამათამამა და გადამაწყვეტინა, იგივე ტიპის, თუმცა კიდევ უფრო მასშტაბური პროექტის განხორციელება, ” – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები