დღეს მეცნიერებათა აკადემიაში საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელებენ
მეცნიერებათა აკადემიაში საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართება.
დღეს , 15:00 საათზე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში, საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართება, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი რამაზ ხუროძე უხელმძღვანელებს. შეკრებას მეცნიერებათა აკადემიის წევრები, აკადემიკოსები და წევრი კორესპონდენტები დაესწრებიან.