,,მთავარი არხის“ ტყუილი – კრიმინალურ დღედ შეფასებული თაღლითობის ფაქტი და დაფარული სიმართლე

,,მთავარი არხი“, ტყუილებითა და სიმართლის გადაფარვით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. ,,რუსთავი 2“-ის ყოფილმა ჟურნალისტებმა 12 სექტემბერს, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარი თაღლითობა ქურდობად შეაფასეს, თან ისე, რომ მაყურებელს გაუჩინეს განცდა, თითქოს ქვეყანაში 90-იანი წლები დაბრუნდა. რეპორტაჟში სიტუაცია ისეა წარმოდგენილი, რომ საზოგადოებას დაუცველობის განცდა გაუჩნდეს. ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინებოდა, რომ სუპერმარკეტ ,,სპარში“ შესულ ქალბატონს გარეთ დაყენებული მანქანა აღარ დახვდა და მოჰპარეს. ამავდროულად, ჟურნალისტმა, სიტუაციის გასამძაფრებლად, ორი ბინის ქურდობის შესახებაც აღნიშნა.

მოგვიანებით, შსს-მ ,,დაზარალებულ” ქალბატონთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნულია, რომ მან, სადაზღვევო კომპანიისგან თანხის მიღების მიზნით, თავად გადამალა ავტომობილი, მოგვიანებით კი ქვეყანა დატოვა.

რა მოხდა სინამდვილეში? როგორ მოამზადეს ტელეკომპანია ,,მთავარი არხის“ ჟურნალისტებმა ფეიკ ნიუსი?

არხმა არარსებულ ამბავზე ვრცელი რეპორტაჟი ააგო. ჟურნალისტმა ადგილობრივი მცხოვრებლები და ,,სპარის“ თანამშრომლები გამოკითხა და მათგან დაჟინებით ცდილობდა არარსებული ინფორმაციის “ამოღებას”. მიუხედავად ,,სპარის“ ადმინისტრატორის არაერთხელ ნათქვამისა, რომ ინფორმაციას ვერ გასცემდა და შეეძლოთ, აღნიშნულის შესახებ შსს-სთვის მიემართათ, ჟურნალისტი კითხვების დასმას აგრძელებდა და ცდილობდა, მისგან მოესმინა, რომ ქურდობის ფაქტი სწორედ სუპერმარკეტიდან გასვლის შემდეგ მოხდა.

სინამდვილე ისაა, რომ რეპორტაჟი რეალური ფაქტებით არ იყო გამყარებული. გარდა ამისა, არსად იკვეთებოდა ოფიციალური ინფორმაცია და ჟურნალისტს რეპორტაჟში ,,დაზარალებული” ქალბატონის პოზიციაც არ ჰქონდა.

დღეს დილით, შსს-მ 12 სექტემბერს მომხდართან დაკავშირებით განცხადება და ვიდეომასალა გაავრცელა. როგორც უწყება განმარტავს, ავტომობილის მფლობელმა, საქართველოსა და ისრაელის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ფ.ს.-მ, სადაზღვევო კომპანიისგან თანხის მიღების მიზნით, ავტომობილი მეგობრის ავტოფარეხში დააყენა, სამართალდამცველებს კი განუცხადა, რომ ავტომობილი მოჰპარეს. ავტომობილის გადამალვის ფაქტს თავად მეპატრონე და მისი მეგობარი ადასტურებენ. ქურდობის შესახებ გაკეთებული შეტყობინების შემდეგ, ფ.ს-მ მალევე დატოვა საქართველოს საზღვარი.

კრიმინალურ დღედ შეფასებული საღამო, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურებოდა, ერთადერთი არ არის, რაც აღნიშნული ტელეკომნპანიის ჟურნალისტების ხელწერას უკავშირდება. შსს-ს განცხადებაში ნათქვამია: “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოში, მიმდინარე წლის 12 სექტემბერს, შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩიდან მოპარული იყო “Mitsubishi Pajero”- ს ფირმის ავტომობილი. სამართალდამცველები ოპერატიულად გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე და დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. გამოძიების მსვლელობისას, დადგინდა, რომ ავტომობილის მფლობელმა, საქართველოს და ისრაელის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ფ.ს.-მ, სადაზღვეო კომპანიისგან თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მიღების მიზნით, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, თავისი კუთვნილი ავტომობილი მეგობრის ავტოფარეხში დააყენა, ხოლო სამართალდამცველებს განუცხადა, რომ ავტომობილი მოჰპარეს. ავტომობილის გადამალვის ფაქტს ავტოფარეხის მეპატრონე, ფ.ს.-ს მეგობარი ა.ა.-ც ადასტურებს. ავტომობილის ქურდობაზე გაკეთებული შეტყობინების შემდეგჰ ფ.ს.-მ საქართველოს საზღვარი მალევე დატოვა”.

,,კვირა“ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები