სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის მიცემის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა (ვიდეო)

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემის ფაქტზე, გარემოს ზედამხედველობითი დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს ოფიცერი – ვაჟა ბ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ვაჟა ბ-მ, 2019 წლის აგვისტოში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს ოფიცერს იმის სანაცვლოდ, რომ მას საკონტროლო გამშვებ პუნქტზე მორიგეობისას, არ შეემოწმებინა უკანონოდ მოპოვებული 48 კუბური მეტრი ხის მასალით დატვირთული სატვირთო ავტომანქანები, ქრთამის სახით,  1800 ლარი შესთავაზა, ხოლო წინასწარ 900 ლარი გადასცა.

​გამოძიება ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით,   4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები