წითელ ხიდზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს

საბაჟო-გამშვებ პუნქტში “წითელი ხიდი”, ოქროს ნაკეთობების ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ფ.ი.-ს კუთვნილი ავტომობილის დათვალიერების შედეგად, 17 954,53 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონით 186,14 გრამი) გამოავლინეს.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები