ქვეყნის საზღვარზე არადეკლარირებული ავტონაწილების შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს

საბაჟო-გამშვებ პუნქტში “წითელი ხიდი” ავტონაწილების ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის ზ.ი.-ს ავტომანქანის სალონისა და სათავსოების დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ავტონაწილები (საერთო წონით 479,2 კგ.) გამოავლინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 3141.79 ლარი შეადგინა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე აზერბაიჯანის მოქალაქეს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 3141.79 ლარის ოდენობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები