შსს-მ საქართველოს პირველი არხის სერვერზე კიბერშეტევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პირველი არხის კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის და იქ არსებული მონაცემების შეცვლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

უწყების ცნობით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 284 მუხლის 1-ლი ნაწილით და 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევასა და კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.

საქართველოს პირველი არხის სერვერზე გარე ჩარევის შედეგად კიბერშეტევა დღეს განხორციელდა. კიბერთავდასხმის შედეგად, მაუწყებლის ქსელში მოხდა ვირუსის გავრცელება, რამაც დაშიფრა და გაანადგურა საქართველოს პირველი არხის სერვერებზე არსებული მნიშვნელოვანი ფაილები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები