„რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს, ბრალდებულ კახა დამენიას, აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
​თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა კუკულაშვილმა სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა გირაოს შეფარდების თაობაზე. გარდა ამისა, მას ქვეყნის დატოვების უფლებაც შეეზღუდა, საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.
დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. მათი თქმით, ბრალდებულის მხრიდან მიმალვის საფრთხე არ არსებობს და ის ქვეყანაში სწორედ სასამართლო პროცესისთვის დაბრუნდა.
შეგახსენებთ, რომ კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედება, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები