ქვეყნის მასშტაბით საგადასახადო სამართალდარღვევის 516 ფაქტი გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, 2-8 სექტემბერს, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 516 ფაქტი გამოვლინდა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ 3 869 გადამხდელი შემოწმდა, რის შედეგადაც შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები დაფიქსირდა: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 150 შემთხვევა; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 28 ფაქტი და მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 338 შემთხვევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები