ზაზა სარალიძე სასამართლოში იკითხება

ხორავას ქუჩაზე ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას საქმეზე, მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე სასამართლოში იკითხება.
ამასთან, ბრალდების და დაცვის მხარე სასამართლო სხდომების გასაჯაროებას ითხოვენ.
როგორც ზაზა სარალიძის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ განაცხადა, სარალიძე ისაუბრებს ყველა იმ დეტალზე, რომელიც მას აქვს.
“დაზარალებული მხარის პოზიცია უცვლელია, დაისაჯონ და პასუხი აგონ საჯარო მოხელეებმა, რომლებიც ჩართულები იყვნენ საქმის გამოძიებასა და წარმოებაში“, – აცხადებს ადვოკაყი.
მიხეილ კალანდიას ადვოკატის ზურაბ თოდუას თქმით კი, საქმე “პოლიტიზირებულია.
„საქმე არის ზედმეტად პოლიტიზირებული, მე მისი პასუხები მაინტერესებს პოლიტიკურ აქციებთან, პოლიტიკურ განცხადებებთან დაკავშირებით. ზაზა სარალიძე მუდმივად აკეთებდა განცხადებებს, რომ ხელისუფლება უნდა დაემხოს, ეს გადადგეს, ის უნდა გადადგეს, რუსთაველის პროსპექტი გადაკეტა, მაჩალიკაშვილთან კავშირში რატომ არის, უამრავი კითხვა მაქვს“, – აცხადებს უფლებადამცველი.
მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები