პროკურატურა: გამოძიება მოკლებული იყო შესაძლებლობას, მოეხდინა ე.წ. მუქარის წერილის იდენტიფიცირება

“გამოძიების ეს ეპიზოდი ჩიხში შეიყვანა თავად მამუკა ხაზარაძემ, რომელმაც არ წარმოადგინა არც „წერილის“ ორიგინალი და სასამართლოში გამოკითხვისას არ დაასახელა შუამავალი”, – ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში “თი ბი სი ბანკის” დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ წარდგენილ ე.წ. მუქარის წერილზე საუბრისას განაცხადეს.
როგორც საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ, გამოძიება მოკლებული იყო შესაძლებლობას ე.წ. წერილის იდენტიფიცირების.
„შეკითხვა, თუ რატომ არ დაიწყო გამოძიება ე.წ. წერილთან დაკავშირებით, არარელევანტურია, ვინაიდან მამუკა ხაზარაძის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი დაუყოვნებლივ დაერთო მოქმედ სისხლის სამართლის საქმეს, რაც პროცესუალურად ნიშნავს, რომ მასზე გამოძიება დაწყებულია და გრძელდება.
გამოძიების ეს ეპიზოდი ჩიხში შეიყვანა თავად მამუკა ხაზარაძემ, რომელმაც არ წარმოადგინა არც „წერილის“ ორიგინალი და სასამართლოში გამოკითხვისას არ დაასახელა შუამავალი. შესაბამისად, როგორც პროკურატურამ უკვე არაერთხელ განმარტა, გამოძიება მოკლებული იყო შესაძლებლობას ე.წ. წერილის იდენტიფიცირებისა. თუ ამ კუთხით იქნება გარკვეული პროგრესი, რაც თავის მხრივ დამოკიდებულია მამუკა ხაზარაძის პოზიციაზე, საქართველოს პროკურატურა დაუყოვნებლივ მოახდენს სამართლებრივ რეაგირებას“, – განაცხადეს პროკურატურაში.
​ცნობისათვის, დღეს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ განაცხადა, რომ ინგლისში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგებით, წერილზე ათობით თითის ანაბეჭდი აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძემ 4 მარტს პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან, გიორგი გახარიასგან, მუქარის წერილი მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები