მამუკა ხაზარაძის ადვოკატი: ინგლისში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგებით, წერილზე ათობით თითის ანაბეჭდია აღმოჩენილი

ინგლისში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგებით, წერილზე ათობით თითის ანაბეჭდია აღმოჩენილი, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების ადვოკატმა ზვიად კორძაძემ ე.წ. მუქარის წერილის თაობაზე განაცხადა.
კორძაძე ექსპერტიზის შედეგს პროკურატურას წარუდგენს.
„მივიღეთ ექსპერტიზის შუალედური დასკვნა, დისკი, რომელზეც არის ის ანაბეჭდები ასახული, გამოავლინა ინგლისის ექსპერტიზამ. ჩვენ ალბათ, ერთი კვირა დაგვჭირდება, რათა სრული დოკუმენტაცია, რომელიც უნდა წარვადგინოთ პროკურატურაში, მივიღოთ ინგლისიდან. ამ დისკს წარვადგენთ პროკურატურაში. მასზე ათეულობით თითის ანაბეჭდია, დანარჩენი პროკურატურის საქმეა. მან უნდა მოახდინოს ამ ანაბეჭდების იდენტიფიკაცია და შემდეგ გამოკითხოს ეს პირები და დაუსვას ერთი კითხვა, როგორ მოხვდა მათი ანაბეჭდი ამ წერილზე. რადგან ინგლისს არ გააჩნია საქართველოს მოქალაქეების ანაბეჭდების ბაზა, შეუძლებელია ამ ეტაპზე ითქვას ვისი ანაბეჭდია წერილზე“, – განაცხადა ზვიად კორძაძემ.
ცნობისთვის საუბარია იმ წერილზე, რომელიც „თიბისი ბანკის “ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მან შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრისგან გიორგი გახარიასგან შუამავლის დახმარებით მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები