მამაკაცს, რომელიც მცირეწლოვან გოგონას სავარაუდოდ მარიხუანას მოწევას ასწავლის, 10-წლამდე პატიმრობა ემუქრება-შსს-მ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელშიც ჩანს, რომ მამაკაცი მცირეწლოვან გოგონას, სავარაუდოდ, მარიხუანას მოწევას ასწავლის გამოძიება დაიწყო.
როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 272-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 21 წლის ასაკს მიუღწეველი პირის ნარკოტიკების მოხმარებაზე დაყოლიებას გულისხმობს.
დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„ამ დროისთვის ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დგინდება, რომ მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, 2004 წელს დაბადებულმა ა.ხ.-მ მცირეწლოვან დას ბოთლიდან გარკვეული ნივთიერების კვამლი შეასუნთქა. საქმეზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები“, – აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები