„თი ბი სი ბანკის“ საქმეზე ბრალდებულმა ბიზნესმენმა ავთანდილ წერეთელმა გირაო გადაიხადა

„თი ბი სი ბანკის“ საქმეზე ბრალდებულმა ბიზნესმენმა ავთანდილ წერეთელმა სასამართლოს მიერ დაკისრებული გირაო გადაიხადა. მისი ადვოკატის კახა წერეთლის ინფორმაციით, ბიზნესმენის ოჯახის წევრმა გირაოს გადახდა უძრავი ქონებით უზრუნველყო.
​შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობით გირაო 27 აგვისტოს შეუფარდა. თავდაპირველად წერეთელი აცხადებდა, რომ ის თანხის გადახდას არ აპირებდა, რადგან აღნიშნული ოდენობის თანხა არ გააჩნდა.
ცნობისათვის, ავთანდილ წერეთელს ბრალი 22 აგვისტოს ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის ფარგლებში წარედგინა. იმის გამო, რომ ავთანდილ წერეთელი საქართველოში არ იმყოფებოდა, ბრალის დადგენილება მის ადვოკატს გადაეცა. ბრალდება წარდგენილია მის მიერ 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები