„გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად“ – მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

20 აგვისტოს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია – „გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად“ გაიმართა.
აქციაში მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები და მოქალაქეები ჩაერთვნენ.
აქციის პროცესს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი – ალექსანდრე გრიგალავა გაეცნო.
უანგარო დონორობის აქცია შ.პ.ს ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის ორგანიზებითა და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიასა და აქციის ყველა მონაწილეს შ.პ.ს ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის სახელით მადლობის სიგელი გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები