საქართველოში ესპანეთის საელჩო ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოში ესპანეთის საელჩო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„საქართველოში ესპანეთის საელჩო გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და საქართველოს მოსახლეობას მათი პატრიარქის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. ის წარმოადგენდა საქართველოს სულიერი იდენტობის ქვაკუთხედს. დაე მშვიდობით განისვენოს“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები