ნეთანიაჰუ: ირანს აღარ შეუძლია ურანის გამდიდრება ან ბალისტიკური რაკეტების წარმოება

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პრესკონფერენციაზე ირანის წინააღმდეგ წარმოებული ომის მიღწევები შეაჯამა.

როგორც ისრაელის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, ირანს აღარ შეუძლია ურანის გამდიდრება და ბალისტიკური რაკეტების წარმოება.

„ირანი იმაზე სუსტია, ვიდრე ოდესმე. ისრაელი რეგიონული ძალაა, ზოგიერთი კი იტყოდა, რომ მსოფლიო ძალა“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, ირანის წინააღმდეგ კამპანია იქამდე გაგრძელდება „სანამ საჭირო იქნება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები