სვიმონ ჯანგულაშვილი: ხალხის ნაკადი შეუჩერებლად მოდის და ჩანს, რომ ჩვენი ერი არის სიყვარულის მხარეს – პატრიარქის ღვაწლი არ იყო ამაო
“ხალხის ნაკადი შეუჩერებლად მოდის და ჩანს, რომ ჩვენი ერი არის სიყვარულის მხარეს”, – ამის შესახებ საზოგადოება „ქართულის“ თანადამფუძნებელმა, დირიჟორმა სვიმონ ჯანგულაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პატრიარქის ღვაწლი ამაო არ იყო.
„მძიმე და მწარე დღეებია, მაგრამ როგორც ცხოვრებაში ხდება ხოლმე, ამ სიმწარეს და განსაცდელს თან ღვთიური ნუგეშიც ახლავს. ნუგეში მაგალითად არის ის, რომ ხალხის ნაკადი შეუჩერებლად მოდის და ჩანს, რომ ჩვენი ერი არის სიყვარულის მხარეს, იესო ქრისტეს მხარეს, უბრალოდ ადამიანობის მხარეს და პატრიარქის ღვაწლი არ იყო ამაო, ნაყოფი გამოიღო და გამოიღებს კიდევაც“, – აღნიშნა ჯანგულაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორეს 22 მარტს დაკრძალავენ.