გიორგი კალანდარიშვილი: საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით ვუსამძიმრებ მთელ ქვეყანას ამ დიდ დანაკლისს

ცესკო-ს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო მოსახლეობას სამძიმარს უცხადებს.

„საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით ვუსამძიმრებ მთელს ქვეყანას, მთელ საეკლესიო დასს, ყველა ქრისტიანს ამ დიდ დანაკლისს, რომელიც განსაცდელის სახით აქვს დღეს ჩვენ ქვეყანას. ვხედავთ, თუ როგორი დიდი სიყვარული და სითბოა ეკლესიის, უწმინდესის მიმართ გამოხატული საზოგადოების მხრიდან“, – აცხადებს კალანდარიშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები