მარკო რუბიო: ვგლოვობთ ილია მეორის გარდაცვალებას, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს, მისი სულიერი წინამძღოლობა და წარუშლელი მემკვიდრეობა მომავალ თაობებს დაამახსოვრდებათ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
როგორც რუბიო სამძიმრის წერილში აღნიშნავს, პატრიარქის სულიერი წინამძღოლობა და წარუშლელი მემკვიდრეობა მომავალ თაობებს დაამახსოვრდებათ.
„ჩვენ ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს, ისევე როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს. მისი სულიერი წინამძღოლობა და წარუშლელი მემკვიდრეობა მომავალ თაობებს დაამახსოვრდებათ. მშვიდობით განისვენოს“, – ნათქვამია განცხადებაში.