ნონა გაფრინდაშვილი: საოცრება იყო, რომ ვუყურე პატრიარქის მონათლულ ბავშვებს, ვტკბებოდი, რასაც ვუყურებდი – სხვა ქვეყნებმა ჯობია შეხედონ ამას და მიხვდნენ, რომ ასეთ ქვეყანას ვერ დაჩაგრავენ

ის იყო ყველას პატრიარქი, უნიკალური ადამიანი. მისთვის ყველა ადამიანი იყო ადამიანი, – ამის შესახებ ლეგენდარულმა მოჭადრაკემ, ნონა გაფრინდაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საოცარი სანახავი იყო პატრიარქის ნათლულების მსვლელობა, რომელიც დღეს გაიმართა.

„საოცრება იყო, რომ ვუყურე მის მონათლულ ბავშვებს. ვტკბებოდი, რასაც ვუყურებდი. სხვა ქვეყნებმა ჯობია შეხედონ ამას და მიხვდნენ, რომ ასეთ ქვეყანას ვერ დაჩაგრავენ“, – განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა.

მისი თქმით, მას ჰქონდა პატივი, რომ ყოფილიყო პატრიარქის საქველმოქმედო ფონდში ამიტომ მასთან შეხვედრა ხშირად უწევდა.

„ის იყო ფანტასტიკური ადამიანი. სიტყვები არ მყოფნის გადმოვცე ჩემი გრძნობები. რაც მან გააკეთა საქართველოში და რა სიმაღლეზეც აიყვანა, ვხედავთ ხომ?!“, – განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა.

მისივე თქმით, პატრიარქი იყო დიდი გულშემატკივარი ქართველი სპორტსმენების.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები