სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით სახელმწიფო კომისია შეიქმნა, რომელსაც ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით სახელმწიფო კომისია შეიქმნა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, კომისიის შემადგენლობაში იქნებიან: საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ვიცე-პრემიერი – ირაკლი ჩიქოვანი; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი – მაკა ბოჭორიშვილი; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი – გელა გელაძე; საქართველოს კულტურის მინისტრი – თინათინ რუხაძე; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – მარიამ ქვრივიშვილი; საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი – კახაბერ გულედანი; საქართველოს ფინანსთა მინისტრი – ლაშა ხუციშვილი; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი – მამუკა მდინარაძე; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი – ლევან ჟორჟოლიანი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი – ანზორ ჩუბინიძე.
„ასევე, სახელმწიფო კომისიის მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვათ: საქართველოს პრეზიდენტს – მიხეილ ყაველაშვილს; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს – შალვა პაპუაშვილს; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს – კახა კალაძეს და საქართველოს საპატრიარქოს სამ წარმომადგენელს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.