ისრაელმა სამხრეთ ლიბანში ელექტროსადგურს შეუტია

ისრაელის საჰაერო ძალებმა სამხრეთ ლიბანში, ბინტ-ჯბეილის ქალაქთან ახლოს ელექტროქვესადგურზე იერიში მიიტანეს, – ამის შესახებ ლიბანის სახელმწიფო ელექტროკომპანია იუწყება.

„ბინტ-ჯბეილის რაიონში, სულთანიაში მდებარე მთავარ სატრანსფორმატორო ქვესადგურს დარტყმა მიაყენეს, რის შედეგადაც, წინასწარი მონაცემებით, სრულად განადგურდა ყველა გამანაწილებელი გამოსასვლელი უჯრედი და დაზიანდა ერთი ენერგეტიკული ტრანსფორმატორი, ასევე მართვისა და დაცვის ოთახი“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, დარტყმის შედეგად მთავარი ქვესადგური მთლიანად გამორთული იყო, რის შედეგადაც როგორც ქალაქს, ასევე მიმდებარე დასახლებებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები