Puma-მ რუსეთში სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციისთვის განაცხადი შეიტანა
რუსული მედიის ინფორმაციით, „როსპატენტის“ მონაცემთა ბაზის შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ თავისი საფირმო ფეხსაცმლის ზოლის ვარიაციისთვის, სპორტული ტანსაცმლის ცნობილმა გერმანულმა ბრენდმა, Puma-მ რუსეთში სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციისთვის განაცხადი შეიტანა.
სპორტული სამოსის ცნობილი ბრენდის განაცხადი სარეგისტრაციოდ 18 მარტს შეიტანეს.
ცნობისთვის, 2022 წლის მარტში Puma-მ რუსეთში საქონლის მიწოდება შეწყვიტა და ქვეყანაში არსებული მაღაზიები დახურა.