ლევან საგინაშვილი: შეუფასებელია პატრიარქის ღვაწლი ქრისტიანული სამყაროსთვის
“შეუფასებელია პატრიარქის ღვაწლი ქრისტიანული სამყაროსთვის. ვუსამძიმრებ საქართველოსა და მთელ ქრისტიანულ სამყაროს,” – ამის შესახებ მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონმა ლევან საგინაშვილმა განაცხადა.
„ის იყო ჩვენი სულიერი მამა, ამ ქვეყნად გვაძლიერებდა და დარწმუნებული ვარ, ახლა იმ ქვეყნიდან ილოცებს ჩვენთვის. მადლობა მას ყველაფრისთვის“, – აღნიშნა საგინაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.