ირაკლი ბათიაშვილი: პატრიარქი იყო დიდი პიროვნება, დიდი სულიერების მქონე და თან ძალიან ბრძენი და შორსმჭვრეტელი ადამიანი
“პატრიარქი იყო დიდი პიროვნება, დიდი სულიერების მქონე და თან ძალიან ბრძენი და შორსმჭვრეტელი ადამიანი,” – ამის შესახებ ფილოსოფოსმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ირაკლი ბათიაშვილმა განაცხადა.
„დანის პირზე ატარა ჩვენი მთელი ეკლესია და მრევლი იმდენი შემოტევა იყო. დაგვიტოვა დიდი საქმე, დიდი ღვაწლი, რომელზედაც ჩვენ ვდგავართ ახლა და ვალდებულები ვართ გავაგრძელოთ მისი საქმე“, – აღნიშნა ბათიაშვილმა.